weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნუ გვექნება დიდი იმედი, რომ მარტ-აპრილში საქართველოში პანდემია დასრულდება – ჩხაიძე

15:23 შაბათი, 12 თებერვალი 2022

„ნუ გავაკეთებთ ძალიან ოპტიმისტურ დასკვნებს და ნუ გვექნება ძალიან დიდი იმედი, რომ მარტი-აპრილი იქნება საქართველოში პანდემიის დასასრულის პერიოდი, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ინფიცირებული და ეს ჩვენ დაგვიცავს“, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის „დელტა“ შტამის გადატანა „ომიკრონით“ ინფიცირების პრევენციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და მომავალშიც შეიძლება გამოჩნდეს ისეთი მუტაცია, რომლისთვისაც „ომიკრონის“ მიმართ იმუნიტეტი ბარიერი არ იქნება. 

„დელტა“ არ აღმოჩნდა დამცველობითი უნარის მქონე „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში. „ომიკრონით“ ინფიცირებისას ყველა იმ ადამიანის რისკი, რომელმაც დეკემბრის თვეში გადაიტანა „დელტა“, პრაქტიკულად, იგივეა, როგორც არაგადატანილი ადამიანის. შესაძლებელია, ისეთი მუტაცია გამოჩნდეს, რომლისთვისაც „ომიკრონი“ არ იყოს ბარიერი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევა დადასტურდა, პანდემიის დაწყების შემდეგ კი ლაბორატორიულად სულ 1 438 353 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგოს სრულად, ანუ ორი დოზით, 18 წელს ზემოთ 1 232 752 ადამიანია ვაქცინირებული, რაც მოზრდილი მოსახლეობის 42.9%-ია. ბუსტერ დოზით აცრილია 194 088 პირი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]